понедельник, 27 октября 2008 г.

пятница, 17 октября 2008 г.

ურთიერთობები: მოსწავლეები და მასწავლებლები

1. პროექტის სახელი: ჩვენ და ბავშვები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ზოგადად შეისწავლება და განიხილება ის არასწორი ურთიერთობები მოსწავლეებს შორის, რომელიც ხშირად მრავალი პრობლემისა და კონფლიქტის მიზეზი ხდება. წარმოქმნილი კონფლიქტები, cვენდა სამწუხაროდ, ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება. ეს კი მრავალ თავსატეხს უჩენს ოჯახს, სკოლას, ქვეყანას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობენ სკოლის II და III საფეხურის მოსწავლეები. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 25 მოსწავლით განისაზღვრება. მათი შერჩევა ხდება სურვილის მიხედვით და გათვალისწინებული იქნება მათი როლიც კლასის ცხოვრებაში. იმუშავებს ხუთი ჯგuფი და ყოველ ჯგუფს ჰყავს ლიდერი, რომელიც საერთო დავალებიდან გამომდინარე ქმნის ჯგუფის წევრების სამუშაო გეგმას და მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს.
როგორ შეიქმნება დავალება და რას ისახავს მიზნად?
1. ტარდება შეხვედრა 25 მოსწავლესთან და ჩამოყალიბდება ის სავარაუდო კითხვები, რომელიც შესაძლო დაპირისპირების მიზეზი ხდება მოსწავლეთა შორის. გამოკითხვა აჩვენებს, რომ აქტუალურია შემდეგი კითხვები: მოსწავლეთა ხშირი დაპირისპირების მიზეზია;
ა) მოსწავლეთა არასწორი აღზრდა;
ბ) საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ;
გ) მწირი ინფორმაციები, რომელიც ასეთ ასაკს მიეძღვნება;
დ) გარემო პირობები (დააზუსტონ, რადგან ხშირად ისმის ასეთი გამოთქმა).
ასეთი კითხვები საერთოა ყველა ჯგუფისთვის;
ისინი ირჩევენ რესპოდენტებს და უბანს:
I ჯგუფი. (ლიდერი და 4 წევრის გვარი და სახელი)-გამოკითხვები სკოლაში პედაგოგებში;
II ჯგუფი: გამოკითხვები სკოლაში მოსწავლეებში;
III ჯგუფი: მშობლებში;
IV ჯგუფი:სკოლასთან მაცხოვრებლები, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ ამ კონკრეტულ სკოლასთან;
V ჯგუფი:მოიძევს მასალას, რომელიც იქნება ერთგვარი ფაქტობრივი მასალა ბოლო დროს მომხდარი შემთხვევებით, რაც სკოლის მოსწავლეებს მოუხდათ; (სურათები; ინტერვიუები და სხვა).
მიღებული პასუხები მოგვცემს იმ გამოკვეთილ სურათს, რაც არსებობს სკოლის რეალურ ცხოვრებაში; რაც ყველაზე მეტად სტკივა დღეს ჩვენს ბავშვებს და პრობლემის გადაჭრის გზებიც ერთად დაისახება;
5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: VII-XII კლასები (სწავლების მეორე საფეხური).
6. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: უვადო;
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მუშაობა ჯგუფებში
8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჩაიწერონ ინტერვიუები; მოიძიონ ფაქტობრივი მასალა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ფოტო გალერია
9. სარგებელი სხვებისთვის: დაადგინონ საკუთარი სკოლის პრობლემა. იმეგობრონ სახვადასხვა სკოლის ბავშვებtან. ერთმანეთში ხედავდნენ მეგობარს და საყვარელ ადამიანებზე ნაკლები ცრემლი ნახონ.აღდგეს ურთიერთობები უბნებს შორის;
10. სამუშაო ენა: ქართული
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები; არჩევითი საგანი: მოქალაქეობა/პრაქტიკული სამართალი;/
*სწავლობენ კვლევას, დაგეგმვას პრაქტიკულ აქტივობებთან შესაბამისობაში;
*არჩეული საკითხები შეუძლიათ დაალაგონ ეტაპებად შედეგების მიხედვით;
*შედეგების წარმოდგენა ხდება დამაჯერებლად, კორექტულად ;
*მოძიებული მასალის მიხედვით იქმნება წერილობითი დოკუმენტი, იმართება დებატები და სხვადასხვა ღონისძიებები;
*პრობლემის განზოგადოება შეუძლიათ მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში.
*გამოკვეთილი რთული პრობლემაშეუძლიათ დაყონ საფეხურებად და გადაჭრან ეტაპობრივად.
*მოახდინონ უკვე ცნობილი ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება მაღალი სირთულის პრობლემების გადასაჭრელად.
*მიღებული შედეგებს აფასებენ კრიტიკულად.
12. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
13. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაყვალა ღვინაშვილი
14. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: makoomakoo32@gmail.com
15. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea1a73e
16. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: chven-bavshvebi.blogspot.com